(20.11.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ და სპეციალიზებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა ცირა ჯგერნაიამ შეხვედრა გამართეს არალეგალურ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომლებთან და მარტყოფის თავშესაფრის ბენეფიციარებთან.
იურისტებმა შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“, სადაც მიმოიხილეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი ასპექტები და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს დაურიგდათ შესაბამისი ბუკლეტები და გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაცია ყველა საკითხზე, რაც მათთვის საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, იურიდიული დახამრების სამსახური, გადახდისუნარიანობის მიუხედავად ახორციელებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვეპლების დაცვას, ხოლო სამართლებრივი კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი პირისათვის უფასოა.