Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გლდანის მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

31 მაისს, თბილისის იურიდული დახმარების ბიუროს იურისტებმა თამარ კაპანაძემ და ლალი ეუაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში. შეხვედრას ესწრებოდნენ გლდანის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა
თავდაპირველად შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ, რაც ემსახურებოდა გასვლითი კონსულტაციის მთავარ მიზანს – მოსახლეობის ინფორმირებას  უძრავი ქონების მართლზომიერ და არამართლზომიერად დაკავებული მიწის ნაკვეთის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, რომელიც  2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს. ამასთან ერთად,  მოსახლეობას  განემარტა თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში, გადაეცათ  იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.

შეხვედრის მეორე ნაწილი უშუალო სამართლებრივ კონსულტაციებს დაეთმო. ლალი ეუაშვილმა და თამარ კაპანაძემ ადგილობრივებს ინდივიდულური დახმარებაც გაუწიეს.

აღნიშნული ღონისძიება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული, იურიდიული დახმარების სამსხურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.