Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იურიდიული კლინიკის პროექტი გრძელდება

12 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში იურიდიული კლინიკის სტაჟიორებისთვის, რომლებიც  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი წერა“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე. 

მომავალი იურისტები დეტალურად გაეცნენ სასამართლოსა და სხვა ინსტანციებში წარსადგენი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის თავისებურებებს, პროცედურებს,  ადოკატის პოზიციის გადმოცემის თანმიმდევრულობას და ეფექტურობას. სტაჟიორებმა დასვეს  კითხვები და შესაბამისი პახუხებიც მიიიღეს.

იურიდიული კლინიკის პროექტი უკვე მეათე წელია ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. დღეისათვის იურიდიული კლინიკები ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის-ქუთაისისა და აჭარის ბიუროებში.