ნინო მასურაშვილი შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობს კონსულტანტად. იგი მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეებისათვის ამზადებს საჭირო სამართლებრივ დოკუმენტებს (განცხადება, მიმართვა, სარჩელი და სხვა), მონაწილეობს გასვლით კონსულტაციებში და მათ ორგანიზებაში. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დასაცავი პირის ინტერესების დაცვას სამართალწარმოების პროცესში.
ნინო მასურაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის სამართლებრივ საკითხებში და სხვა.
ნინო მასურაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაციით).
ნინო მასურაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.