ნესტან ბაგათელია იურიდიული დახმარების სამსახურში 2017 წლიდან მუშაობს ადვოკატის პოზიციაზე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ნესტან ბაგათელია 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 2009 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. იგი 2017 წლამდე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა ქუთაისის ადვოკატურაში.
2004 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და არის ადვოკატი, რომელსაც არა ერთი წარმატებული საქმე უწარმოებია.
ნესტან ბაგათელიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2015 წლიდან არის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“ სპეციალიზებული ადვოკატი.
ნესტან ბაგათელია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.