დავით კეკელიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან მუშაობს. იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.
დავით კეკელიძემ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2002-2003 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის თანამდებობებზე.
2003-2014 წლებში ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას.
მის მრავალწლიან პრაქტიკაში ბევრი წარმატებული საქმე დაგროვდა მათ შორის გამამართლებელი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენები და დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
დავით კეკელიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, რაც აძლევს შესაძლებლობას მიღებულ აკადემიურ ხარისხს შეუთავსოს თავისი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები აწარმოოს წარმატებით.
დავით კეკელიძე 2015 წელს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის მიერ დაჯილდოებული იქნა, როგორც წარატებული თანამშრომელი.