Top

წალენჯიხის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

წალენჯიხის საკრებულოში შეხვედრა ჩატარდა

13 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ხარჩილავა შეხვდა წალენჯიხის საკრებულოს ქალ თანამშრომლებს, რომლებსაც გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, სამსახურის სერვისები და მიმდინარე სტატისტიკა.

ნინო ხარჩილავამ ვრცლად ისაუბრა ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ასევე მიმოიხილა თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის საკითხები.