Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ეგვიპტელ ქრისტიან კოპტს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატ თეა ყაულაშვილს ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია ეგვიპტელი ქრისტიანის ნ. მ. ღ. გ. ინტერესების დაცვა, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა.

ბენეფიციარი არის  კოპტი ქრისტიანი ეგვიპტიდან, რომელიც რელიგიური მრწამსის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო. ხაზგასასმელია, რომ რომ ნ. მ. ღ. გ. ეგვიპტეში საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა და რომ არა მართლაც იძულებითი გარემოება, იგი ნამდვილად არ დატოვებდა თავის სამშობლოს. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ყველა ის მტკიცებულება, რაც ნამდვილად ადასტურებდა ქრისტიანების დევნას ეგვიპტეში და ა.შ.

ბენეფიციარის საქმის განხილვა სასამართლოში თავდაპირველად 2015–2017 წლებში მიმდინარეობდა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ნ. მ. ღ. გ. -ს საქმის ხელახალი შესწავლა თუმცა უშედეგოდ, სამინისტრომ კვლავ უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე.
2017 წლის შემდგომ, ადვოკატ თეა ყაულაშვილის დახმარებით, ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა სასამართლოს. პირველი ინსტანციაში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნ. მ. ღ. გ. -ს მიენიჭა ლტოვილის სტატუსი საქართველოში.