Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებული არასრულწლოვანი სრულად გამართლდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს მევლუდ ჯანჯღავას 2018 წლის თებერვალში სავალდებულო წესით დაევალა  არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ. –ბ–ს დაცვა. 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სამართლადამცველებმა ლ.ბ. დააკავეს მეტრო “ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დორს, როცა მას ხელში დანა ეჭირა. ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლის 1 ნაწილით  (ცივი იარაღის ტარება).  აღსანიშნავია, რომ წარსულში ჩადენილი ქურდობის გამო ლ.ბ–ს ჰქონდა შინაპატიმრობა მისჯილი, თუმცა ხელმეორედ დაკავების დროს მას სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის დაკავება განხორციელდა უკანონოდ და მითხოვა მისთვის ბრალეულობის მოხსნა.
 
სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და არასრულწლოვანი ლ. ბ. უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.  

არასრულწლოვანს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
 

არასრულწლოვანითბილისის ბიურო