Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლეძამძესა და ნოქალაქევში მობილური საკონსულტაციო ცენტრი და ადვოკატები ჩავიდნენ

5 აპრილს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელებში -უშაფათსა და ფოცხოში. სოფლების მცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ. მათ ძირითადად აინტერესებდათ მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებით, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობები, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები.

მობილურ საკონსულტაციო ცენტრში უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაწიეს სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გვაზავამ და კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ.

იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისიდა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს