Top

ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩხოროწყუს მერიასა და #2 საჯარო სკოლაში შეხვედრები ჩატარდა

11 დეკემბერს, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულატაციო ცენტრების კონსულტანტმა  ნინო ხარჩილავამ გამართა შეხვედრები ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან  და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ქალ თანამშრომლებთან.
სკოლაში გამართული შეხვედრის თემები იყო არასრულწლოვანთა უფლებები, ბულინგი, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ როლურ თამაშებში.

ჩხოროწყუს მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი ნინო ხარჩილავამ  მერიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია როგორც იურიდიული ს სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე ესაუბრა ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე. 
შეხვედრები ჩატარდა სამთავრობო ვალებულებებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.