Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დავით გოგვაძე (ადვოკატი)

დავით გოგვაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.

დავით გოგვაძემ დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის საამართლის სპეციალიზაციით.

2006-2007 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას.

მის მრავალწლიან პრაქტიკაში ბევრი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენები და დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

დავით გოგვაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში’’, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

დავით გოგვაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.