Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იამზე ზანდარაძე (ბიუროს უფროსი)

იამზე ზანდარაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსია.

იამზე ზანდარაძემ 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.  ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1998-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის სამსახურის კონსულტანტად.

1999-2003 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოში, სექტორის უფროსი;

2003-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოში, მრჩეველად;

2004-2006 წლებში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსი;

2006-2007 წლებში  მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად;

იამზე ზანდარაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.

იამზე ზანდარაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.