2025 წლის 9 და 16 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტში სასწავლო კურსი ,,ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში“ დასრულდა იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებით. აღნიშნულ სასწავლო კურსს უძღვებოდა პროფესორი ომარ ფარტენაძე. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა შერჩეულ იქნა მხარეების მიერ კანონის თანახმად სხვა სპეციალობის სტუდენტებისაგან.
მოსამართლედ მიწვეული იყო, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თორნიკე ცივაძე, რომელიც კვალიფიციურად გაუძღვა პროცესს.
მხარეთა შესავალი სიტყვის, მტკიცებულებათა გამოკვლევის, დასკვნითი სიტყვის და ბრალდებულის საბოლოო სიტყვის შემდეგ დადგა ლოგიკური შედეგი (ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი).
იმიტირებული სასამართლო პროცესი ეხმარება სტუდენტს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადატანაში. მსგავსი იმიტირებული პროცესი ტარდება ყოველწლიურად, რაც დიდ ინტერესს იწვევს სტუდენტებში.