Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიურომ რეგიონში რამდენიმე შეხვედრა გამართა

7 დეკემბერს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები  მარნეულის რაიონის სოფელ მარადისის სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდენენ.

შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის 10 წლიანი სტატისტიკა საქართველოში – წარმატებული საქმეები, გამამართლებელი განაჩენები და სხვა სერვისები,რასაც  იურიდიული დაახმარების სამსახურის სამსახური სრულიად უფასოდ აწვდის   სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობას. 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის გამართულ მუშაობას მრავალი წელია მხარს უჭერს ევროკავშირის წარმოადგენლობა საქართველოში. საზოგადოებრივმა ადვოკატება ბავშვებსა და უფროს თაობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თავიანთი უფლებების და ამ უფლებების დასაცავად საჭირო რეგულაციების შესახებ. 
გარდა ამისა, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიწოდება „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ მთელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კამპანიის შესახებ.

ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,ხმა ამოიღეთ“, გაიმართა დისკუსია, აგრეთვე შეხვედრის მონაწილეებს გაეცნოთ ინფორმაცია იმ უფასო სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური სთავაზობს ფართო საზოგადოებას ქალთა მიმართ ან ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, ასევე როგორ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელი ხაზით, კონსულტაციებით და რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგან მათ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, როგორია საქართველოს კანონმდებლობა მოძალადეებისა და ძალადობის მსხვერპლთა მიმართ და ა.შ.

გარდა ამისა, 30 ნოემბერს, ანალოგიური შეხვედრა შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს,  მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტებსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის საჯარო სკოლის მოსწავლებს შორის.  ამ სკოლაში, ძირითადად,  დევნილი ბავშვები სწავლობენ. შეხვედრას მშობლები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვემო ქართლის მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ძალადობასთან მიმართებაში და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობისდემონსტრირება.  მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და სურვილი გამოთქვეს მომავალშიც გაგრძელებულიყო მსგავსი შეხვედრები.

1 დეკემბერს ორგანიზებული გასვლითი კონსულტაციის მასპინძელი კი ქალაქი დმანისი იყო. საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უამრავი კითხვა. სასარგებლო აღმოჩნდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, სადაც აღნიშნულია სატელეფონო ცხელი ხაზის, სკაიპის, ვებ გვერდის და ფეისბუკ–გვერდის მისამართები, რაც იძლევა საშუალებას, დაინეტერესებულმა პირებმა იურიდიული კონსულტაცია უფასოდ მიიღონ. 

რაც შეეხება, სხვა სამართლებრივ სერვისებს–დოკუმენტების შედგენასა ან წარმომადგენლობის განხორცილებას სხვადასხვა ორგანოში, ჩვეულებისამებრ, იგი უფასოა განსაკუთრებული სოციალური სტატსუსის მქონე ადამიანებისთვის.

იურიდიული დახმარების ქვემო ქართლის ბიურო მდებარეობს ქალაქ რუსთავში, ბათუმის ქუჩა 17–ში, ტელ.: +995 341 241425. ცხელი ხაზი: 2920055; www.legalaid.ge 

https://www.facebook.com/legalaid.ge/videos/1646150328778366/