1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ასევე – ქალთა უფლებები. ქალთა უფლებებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საკუთრების უფლება, საოჯახო ურთიერთობები, ადრეული ქორწინება, შრომის უფლება, ოჯახში ძალადობის ფორმები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სხვა.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.