7 ივლისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა კონფლიქტისპირა ზონის სოფელ პერევში (საჩხერის მუნიციპალიტეტი) გამართულ შეხვედრაში.
შეხვედრა სამთავრობო გეგმის ფარგლებში განხორციელდა და იგი ორგანიზებული იყოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორეობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
ნინო მასურაშვილმა პერევის მოსახლებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მან ამომწურავად უპასუხა ადგილობრივების მიერ დასმულ კითხვებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.