Top
ონლაინ დახმარება

 

ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები თბილისის კონფერენციაზე შეაჯამეს

6 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურისა და სᲐქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე  "ბავშვთა უფლებებთან და აᲠასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები ". 

ადვოკატებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 

მათ თავიანთ კოლეგებს გააცნეს რამდენიმე  ხნის წინ "ბენჯ-ბარის" ფორმატში მოსამართლეებთან შეხვედრის დროს განხილული საკითხები,

ექსპერტმა მაია ბაქრაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ, სადაც ცალკე იყო გამოყოფილი საადვოკატო საქმიანობის თავისებურებები, ფუნქცია-მოვალეობები, აღსრულების მექანიზმთან წარმოდგენილი პრობლემები.

კონფერენციაზე დამსწრე ადვოკატებმა მოწვეულ ექსპერტთან  დებატების რეჟიმში ისაუბრეს სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე