Top
ონლაინ დახმარება

 

ენერგომომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

23 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

სამმხრივი მემორანდუმის თანაახმად, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს სამართლებრივ კონსულტაციას ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებისათვის  იურიდიულ ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში შეხვედრებისათვის განკუთვნილი სივრცის (ფართის) გამოყოფას ენერგოომბუდსმენის და სემეკის მიერ მომხმარებლებისათვის სამართლებრივი თუ სხვა სახის კონსულტაციის გაწევის მიზნით.

თავის მხრივ, ენერგოომბუდსმენი უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ინფორმაციის პერიოდულ მიწოდებას ენერგეტიკის სექტორში არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ, რაც გაუმარტივებს პროფესიული კონსულტაციებისა და რჩევების გაცემას; თანამშრომელთა მივლინებას რეგიონალურ ცენტრებში; მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას რეგიონალური აქტივობების განხორციელებისთვის; ადამიანური რესურსების ჩართულობასა და დახმარებას ტექნიკური მიმართულებით ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის დარგების მიხედვით. 

ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულერებელი ეროვნული კომისიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება ენერგეტიკის სექტორში არსებული რეგულაციებისა და კომისიის განზოგადებული პრაქტიკის თაობაზე, შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანური რესურსების ჩართულობა და დახმარება კონკრეტული კაზუსის გადაწყვეტის მიზნით.

ამავე დღეს, მხარეებმა მოიხანულეს იურიდიული დახმარების სამსახურის ყვარლის საკონულტაციო ცენტრის ოფისი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნება სამსახურის დღეს მოქმედი 30 საკონსულტაციო ცენტრიდან, სადაც განხორციელდება მემორანდუმში გათვალისწინებული აქტივობები. გარდა ამისა, სტუმრები გაეცნენ სამუშაო პირობებს,  შეხვდნენ  ბენეფიციარებს და გაუწიეს მათ სშესაბამისი კონსულტაცია