17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის რაიონის სოფლებში – კარალეთსა და პატარა გარეჯვარში გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.