27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებს დევნილებს შეხვდნენ.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ. მოსახლეობას ძირითადად აინტერესებდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დევნილთა სოციალური უფლებები, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, გაფართოება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები, განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოს ალიმენტის დაკისრება, მარტოხელა დედის სტატუსის განსაზღვრა, ასევე – სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.
იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.