Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის მოსახლეობასთან

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის მოსახლეობას და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ. ადგილობრივებს ძირითადად მიწის რეგისტრაციის, საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის და მემკვიდრეობის საკითხები აინტერესებდა.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.