დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარემ, დიმიტრი ზვიადაძემ, თანამშრომლობის მემორადუმი გააფორმეს.
ორი ორგანიზაცია აპირებს კოორდინირებულ მუშაობას იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სფეროში. თანამშრომლობა ითვალისწინებს დევნილთა შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ბენეფიციარების ერთმანეთთან გადამისამართებას (რეფერირებას), აგრეთვე – ორი ორგანიზაციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
სამართლებრივი დახმარების კონსორციუმი (LAG) ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და ახმეტაში მოქმედ 4 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამის რეგიონებში მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროები ითანამშრომლებენ დევნილთათვის უფრო სრულყოფილი სამართლებრივი დახმარების მიწოდების მიზნით.