Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრში

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს თელავში შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის თანამშრომლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ორი უწყების თანამშრომლობა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა საქმეებზე (პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საქმეებზე). საუბარი შეეხო  უფასო იურიდიული დახმარების გაწევის საკითხებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული მოწყვლადი ჯგუფებისა და ბრალდებულებისათვის.  ყურადღება გამახვილდა ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის სფეროში განხორციელებულ  საკანონმდებლო სიახლეებზე.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათმა უზრუნველყონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.