Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე იმსჯელეს

2017 წლის 17  ნოემბერს ქ. ახალციხეში  იურიდიული დახმარების სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს ოფისში,   სამცხე–ჯავახეთის რეგიონში არსებულ სხვადასხვა საჯარო სკოლის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდა. 

 შეხვედრის თემა იყო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.  დავით ზარიძემ  პედაგოგებს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და მის მიზნებზე. 

ასევე განიხილეს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმის უფლებათა დაცვის,  მათი მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსგავსი პროცესების, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მართლწესრიგის დაცვის საკითხები.

გარდა ამისა, პედაგოგებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორია  იურიდიული დახმარების სამსახურის როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, რა ეტაპზე ხდება სამსახურის ადვოკატების ჩართვა და როგორია შემდგომი ნაბიჯები. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა 2500–ზე მეტი არასრულწლოვანის ინტერესები დაიცვეს. 

იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება არასრულწლოვანებისთვის, ჩვეულებრივ, უფასოა.