Top
ონლაინ დახმარება

 

ოჯახში ძალადობის თემაზე მარნეულში შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა, ლალი ალუდაურმა, 6 ივლისს, მონაწილეობა მიიღო მარნეულის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა თემას - „ძალადობა და დისკრიმინაცია ოჯახში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ მიერ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო პოლიციის დატექტივ–გამომძიებელიც.

კონსულტანტმა, ლალი ალუდაურმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის როლი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეებში. ასევე, მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარების სარგებლობის პირობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე – სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და არასრულწლოვანებისათვის.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.