14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა, დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ჭიათურაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
შეხვედრის ფარგლებში, დევნილებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ასევე – ქალთა უფლებები. ქალთა უფლებებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საკუთრების უფლება, საოჯახო ურთიერთობები, ადრეული ქორწინება, შრომის უფლება, ოჯახში ძალადობის ფორმები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სხვა.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.