დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახისა“ და იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ადგილობრივი ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ, რომელთაც საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა, ლალი ალუდაურმა, აღნიშნული სამსახურის ფუნქციებისა და მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის მიზანს, საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გაწევა წარმოადგენდა.
ცნობისთვის, მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2013 წლის მაისში ამოქმედდა.
იურდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.