Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა გარდაბანში

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გარდაბანში გამართეს. შეხვედრა გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის, ოფისში ჩატარდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. ყურადღება გამახვილდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.