იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ადვოკატებმა დღეს ქ. სიღნაღის ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.
საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ, ასევე – უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. სემინარი ინტერაქტიული რეჟიმით წარიმართა და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კვალიფიციური იურისტებისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.