Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

24 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს თანამშრომლებმა გასული წლის საქმიანობის შედეგები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

ბიუროს თანამშრომლებმა ისაუბრეს გაწეული იურიდიული დახმარების სტატისტიკაზე, ასევე საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე. მათ ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამსახურის სერვისები და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგინული ბიუროები თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებზე რეაგირება და შესაბამის ბიუროში ბენეფიციართა გადამისამართება უზრუნველყონ.