Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისის უკრაინული სახლი ერთი წლისაა

2024 წლის 19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და  ადამინური რესურსების მართვის სამმართველოს იურისტი რევაზ არსენიძე მონაწილეობდნენ  "უკრაინული სახლის" ერთლწიანი იუბილის ღონსიძიებაში, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ხელშეწყობით შეიქმნა. სახლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის საქმეში. 

თბილისის უკრაინული სახლი, ხელს უწყობს საქართველოში მყოფი უკრაინელების ინტეგრაციას საზოგადოებაში და ახორციელებს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტს. იურიდიული დახმარების სამსახური მანდატის ფარგლებში ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, მათშორის, თბილისის უკრაინული სახლის ბენეფიციარებს მათი უფლებების დაცვაში და უწევს მათ უფასო იურიდიულ დახმარებას