მიმდინარე წლის 6 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, პარალეგალთა მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდათ ქალაქ ზუგდიდში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ იმიტირებული პროცესის საქმის მასალები ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. განსახილველმა თემამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
იმიტირებული პროცესი განხორციელდა მოძრაობის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში.