27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ კონფერენციას ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, რომელიც USAID Rule of Law Program / USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ მაგდა ბერუაშვილმა, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის სასტიპენდიო გრანტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად გამართა პრეზენტაცია თემაზე მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობები და გამოწვევები.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი თითქმის ორი წელია გამოიყენება იურიდიული დახმარების სამსახურში, მისი დახმარებით შემცირებულია სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის დრო. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროგრამაში ჩაშენებულია სასამართლო სარჩელის ფორმა და მიმდინარეობს მისი აქტიური გამოყენება. სამომავლოდ დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გაუმჯობესება, რაც ხაზგასმული იქნა კონფერენციის მონაწილეთა მიერ.