Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ ნიგვზიანში საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის, 5 დეკემბერს, პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. მოსწავლეებთან შეხვედრისას სამსახურის წარმომადგენლებს უმასინძლა, ვლადიმერ აფხაზავამ, რომელიც გახლავთ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი. 

სკოლის მოსწავლეებს ოზურგეთის ბიუროს უფროსმა ცირა მდინარაძემ გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სერვისები და მიმდინარე პროექტები.

პარალეგალებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. 

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა -ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის