Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურმა უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა

2023 წლის 30 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა უმასპინძლა უზბეკეთის დელეგაციას, რომლებიც საქართველოს USAID პროგრამის მხარდაჭერით ესტუმრნენ.

შეხვედრის მიზანი იყო გენდერის თემაზე ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და ამ პროცესში იურიდიული დახმარების სამსახურის როლისა და ჩართულობის დელეგაციის წევრთათვის გაზიარება. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ დელეგაციის წევრებს გააცნეს სამსახურის სერვისები, სტატისტიკა, მანდატი და გამოწვევები გენდერული თანასწორობის საკითხებში, ასევე მათი გადაჭრის ხედვა და სამსახურის სამომავლო გეგმები. 

დელეგაციის წევრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქმედმა "იურიდიული დახმარების მობილურმა საკონსულტაციო ცენტრმა" და აპლიკაციამ lasgeorgia, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს ანონიმურად მიმართოს სამსახურის კონსულტანტს და მიიღოს იურიდიული კონსულტაცია მისთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ სამომავლო თანამშრომლობასა და პრაქტიკის გაზიარებაზე.