Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა

2023 წლის 24-25 ნოემბერს, გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა და დამტკიცდა შეფასების სისტემაში. მათ შორის, ცვლილებები მენტორთა სახელმძღვანელო წესებში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე ცვლილება შევიდა იურიდიული დახმარების სამსახურის დებულებაში და იურიდიული დახმარების გაწევის საგამონაკლისო კრიტერიუმებში.

გარდა აღნიშნულისა, სამსახურის მენეჯმენტმა და საბჭოს წევრებმა განიხილეს სამსახურის 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი და ისაუბრეს სამომავლო  სტრატეგიულ მიზნებზე. 

საბჭოს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ეფექტურს გახდის შეფასების სისტემის მოქმედებას, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას.