მიმდინარე წლის, 17 ნოემბერს ჩატარდა შეხვედრა ევროპის 42 ქვეყნიდან წარმოდეგნილ 300 - მდე სტუდენტთან, რომლებიც საქართელოში იმყოფებიან ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ დაორგანიზებულ საერთაშორისო საბჭოს კრების (ICM) ფარგლებში.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სამსახურის შესახებ და გააცნო არსებული პრაქტიკა.სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია იურიდიული კონსულტაციების გაცემისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ.
რიგით 84-ე საერთაშორისო საბჭოს კრება წელს საქართველოში გაიმართა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ELSA Georgia - ს. ხოლო იურიდიული დახმარების სამსახური, თავის მხრივ, ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი სახის ღონისძიებების განცორციელებას.