31 ოქტომბერს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრები შეხვდნენ ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წევრს, პროფესორ თომას შომერუსს და საერთაშორისო ექსპერტს ჩაბა ქიშს, რომელთაც ისაუბრეს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, ორჰუსის კონვენციაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტულ სამართალსა და გარემოსდაცვითი საკითხების გასაჩივრების საერთაშორისო მექანიზმებზე. იურიდიული დახმარების სამსხურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ და მოადგილემ, მიხეილ ხურციძემ შეკრებილებს გააცნე იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი განსახილველი საკითხის მიმართულებით. პრეზენტაციის შემდეგ ქსელის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი საქართველოში მოქმედ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციათა გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობაში შედის როგორც შესაბამისი უწყებები და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ისე არასამთავრობო სექტორისა და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები.