Top
ონლაინ დახმარება

 

ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაცია სამსახურთან ითანამშრომლებს

2023 წლის 15 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსს რობერტ უბერტს, ამავე ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ხელმძღვანელს კრისტოფერ პიოჩის და ბიბლიოთეკის დირექტორს რიჩარდ ტასკს

საუბრის თემა იყო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები იურიდიული დახმარების სამსახურსა და  ქალაქ ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციას შორის. ხაზი გაესვა მიგრაციის  სამართლებრივ სფეროში არსებულ გამოცდილებას  და ქართველი მიგრანტების იურიდიულ დახმარებას. მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ ყოველწლიურად, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს უწევენ  სამართლებრივი დახმარებას. ასოციაცია მზადაა კვლავ  აქტიურად ჩაერთოს ქართველ მიგრანტთა დახმარების საქმეებში.

დავით სიმონიას განცხადებით, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა ხელმისაწვდომია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბიბლიოთეკა არის ყველაზე დიდი იურიდიული ბიბლიოთეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანად. იგი მოიცავს 56 მილიონზე მეტ ერთეულ წიგნს, ელექტრონულ წიგნსა და DVD დისკს. ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ბიბლიოთეკის რესურსით ყოველწლიურად 20 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს.