15 ივნისს, ქალაქ ქობულეთის მერიის შენობაში, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია შეხვდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს პარალეგალებთან ერთად.
პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის..