14 ივნისს, ქ. ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში“ .
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას არსებული პრაქტიკა გააცნეს - ჯემალ სურმანიძემ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე; იამზე ზამდარაძემ - იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს უფროსი; ხათუნა ბოლქვაძემ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; ირმა ტოგონიძემ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; რუსუდან სალუქვაძემ - ბათუმის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი; თამარ წულუკიძემ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი.
პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. დისკუსია წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი აღნიშნულ ამ ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.
იურიდიული დახმარების სამსახური. შექმნის დღიდან. კანონით დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სრულად ემსახურება შშმ პირებს. ამ დროიდან მოყოლებული. უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლა 3678-მა შშმ პირმა.
საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ემსახურებიან მათ, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, სუსტი მხედველობისა და მხედველობის არმქონე პირთათვის ადაპტირებულია სამსახურის ვებგვერდი www.legalaid.ge, ხოლო საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge ადაპტირებულია ასევე სმენადაქვეითებულთათვის, რომლებიც ჟესტურ ენას იყენებენ.