Top
ონლაინ დახმარება

 

ქედაში პარალეგალების დახმარებით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 13 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ქედის მაგისტრატ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ  პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდათ სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშრებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.

იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს  ფარგლებში.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა -ს მხარდაჭერისთვის.