Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ჩაქველ მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება. 1 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და პარალეგალები - სტუდენტები აჭარის რეგიონიდან, რომლებმაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მსახრაჭერით,  გაიარეს სპეციალური ტრენინგები და შეუძლიათ პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. 

რაჟდენ კუპრაშვილი მოსწავლებს ესაუბრა ბავშვთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და მათთვის საინტერესო სხვადსხვა სამართლებრივ საკითხზე.  პარალეგალებმა, მოსწავლეებს  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებსა და მობილური აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში.