Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში ჩატარდა პანელური დისკუსია არასრულწლოვანთა თემაზე

1 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში“.

დისკუსია გახსნა - ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა, შეკრებილს სტუდენტებსა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიესალმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი.

დისკუსიის დროს  არასრულწლოვანების სასჯელის როლსა და მიზანზე ისაუბრა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა; არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ეფექტიანობა მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა პროკურორი ირაკლი შვანგირაძემ; ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრებები არასრულწლოვანების უფლებების შესახებ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე; ბავშვებისადმი განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებასა და მნიშვნელოვნებას ხაზი გაუსვა იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგმა თამარ სიმონიამ; მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის -  ქსენია მესხიძის მოხსენება, რომელიც  არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სახალხო დამცველის როლსა და მანდატს ეხებოდა.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მნიშვნელოვანი შეკითხვები დაუსვეს პანელის წევრებს. ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამმართველოს უფროსმა სოფიო ყუბანეიშვილმა შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის დისკუსიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისათვის და შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს გაფორმდა იურიდიული დახმარების სამსახურსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის.