Top
ონლაინ დახმარება

 

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის

17 ოქტომბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა ბავშვის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლების გზით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის, ამავე უფლებების დარღვევის პრევენციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებელთა გადამზადება.

მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები სხვადასხვა საკითხებზე საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.