29 სექტემბერს, ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე ონში შეხვდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილს და მოადგილე ლევან შერაზადიშვილს.
თეა ჩიკვაიძემ შკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ; ასევე, სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებებზე, საბანკო ურთიერთობებზე, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაციაზე, მემკვიდრეობაზე, შრომით დავებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხებსა და სხვა აქტუალურ პრობლემებზე.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს იურისტ-კონსულტანტის დახმარებით შეუძილია მიიღოს უფასო სამართლებრივი რჩევები სხვადასხვა საკითხზე.
ონის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სსიპ იურიდიული დახმარების ამბროლაური-ონის საკონსულტაციო ცენტრის იურისტს – თეა ჩიკვაიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართვა, რათა მოსახლეობას უფრო მეტად ჰქონდეს წვდომა უფასო იურიდიულ სერვისებზე და წარმომადგენლებს დაავალა აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება.