Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის დირექტორი 12 პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს

19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სასმახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა  მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრაზე განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმირების პრაქტიკული ნაბიჯები. 

მან განაცხადა: "მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება საჭიროებს მრავალმხრივ ჩართულობას და კონსტრუქციულ მიდგომას. თანამშრომლობა, პოზიციების გაცვლა, განსხვავებული გამოცდილების გაზიარება არის ამ პროცესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა.   დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა გულისხმობს სწორედ ჩართულობასა და აქტიურობას. მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეების მხრიდან აღნიშნულის გაცნობიერება განსაკუთრებით აქტუალური და აუცილებელია."