იურიდიული დახმარების სამსახურის 25-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა ტრენინგი, რომელიც წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ეხებოდა.
ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მონაწილეებს ჰქონდათ სშუალება გაეგოთ მეტი ისეთ საკითხებზე როგორიცაა: წამების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტები; სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; წამების აკრძალვასა და სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული გამოძიება.
ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები - ბესარიონ ბოხაშვილი და კონსტანტინე კორკელია.