Top
ონლაინ დახმარება

 

USAID/ PROLoG -ის მორიგი მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურს.

21 დეკემბერს,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფუძნებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) წარმომადგენლებმა, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის “ ქეის-ბანკის“ მოდერნიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურს 30 ცალი ლეპტოპი გადმოსცეს. 

ლეპტოპები სრულად ადაპტირებულია ქეის-ბანკის ტექნიკურ მონაცემებზე, რაც მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს ადვოკატების მუშაობის სისწრაფეს და ეფექტურობას. იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას  უხდის  USAID/ PROLoG-ს ერთგული, ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის.